Sunday, March 18, 2012

ქართული ხალხური მუსიკა.


ქართული ჰანგები.
პროექთის სახელწოდება:
ქართული ხალხური მუსიკა.
პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეებმა შეისწავლონ ქართული ხალხური მუსიკის ჟანრები.გაეცნონ ქართულ ხალხურ საკრავებს განასხვაონ და გამოიყენონ იმპროვიზაციული სავარჯიშოების დროს. მოუსმინონ ქართულ ხალხურ ნაწარმოებებს და ისაუბრონ მათ შესახებ.
პროექტის აქტუალობა: პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს გაარკვიონ,რამდენად იცნობენ ქართულ მუსიკალურ პოლკლორს-რა სიხშირით უსმენენ/ასრულებენ ხალხურ სიმრერას,ცეკვას?
პროექტის მიზნები:კვლევის,დაგეგმვის,ურთიერთთანამშრომლობის,წარდგენის უნარების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი;Xკლასი.    
ვადები/ხანგრდძლივობა; 10 დღე.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:IX.2.მღერის ანსამბლში, გუნდში.
IX.7.მსჯელობს ,რა გაიგო ამა თუ იმ ერის შესახებ მისი მუსიკის გაცნობით.
IX.10.განასხვავებს ხალხური მუსიკის პოპულარულ ნიმუშებს საქართველოს კუთხეებისა და ჟანრების შესახებ.
სიმღერა-გალობის დამახსოვრების ხერხები. 
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძრვანელო,კომპიუტერი,პროგრამა Power Point,მოსასმენი რეპერტუარი-სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური სიმგერები.
პროექტის მსვლელობა:(ძირითადი აქტივობები):
I.საკუთარი დამოკიდებულობის განსაზღვრა ეროვნული მუსიკალური ფოლკლორის მიმართ.
მოსწავლეებმა შეარჩიონ,თუ კონცრეტულად,რომელ რეგიონზე(მუს. დიალექტზე) შეაჩერებენ კურადღებას.
II.საკითხთან დაკავშირებული ინპორმაციის მოძიება:
გაეცნონ მეცნიერულ კვლევებს,ლიტერატურას,სადაც ქართული ხალხური პოლიპონიური აზროვნებისა და სხვა საინტერესო საკითხებია გაშუქებული(მაგალითად'ივ.ჯავახიშვილის-"მუსიკის ისტორიის საკითხები").
მოიძიონ და გაეჩნონ შესცავლილი რეგიონის ხალხური მუსიკალური მასალის აუდიოჩანაწერები.
როგორ სწავლობდნენ და იმახსოვრებდნენ
სიმღერას უწინ...
შეისწავლონ და შეასრულონ რამდენიმე სიმღერა.
მოსალოდნელი შედეგები: პრეზენტაციის მომზადება:მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ.(ჩაცმულობა,ხალხური სიმღერები და ცეკვები,ფრაგმენტები მხატრული ფილმიდან...)
პროექტის ხელმძღვანელი:ანა ცერაძე.
 ხელმძღვანელის ელ.პოსტა:aceradze@gmail.com

 პროექტის ვებ-გვერდი: